დღეს განვიხილეთ მოდული ექვსი.შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი,,რაც დამეხმარა იმაში, რომ განმესაზღვრა რამდენად კარგი სტრატეგია მაქვს არჩეული.გავწერეთ სასწავლო პროცედურები და ვისაუბრეთ სასწავლო რესურსებზე,თუ რა ტექნიკური რესურსი მჭირდება პროექტის განსახორციელებლად.
დღეს ვისაუბრეთ პროექტის პორფოლიოს შეფასების რუბრიკაზე.გეგმაში გავწერეთ თუ როგორ გავითვალისწინებ მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებს და შევავსეთ დიფერენცირებული სწავლება. ასევე შევქმენით საავტორო უფლებების ფაილი. დეტალურად გავარჩიეთ სასწავლო პროცედურები.
დღეს განვიხილეთ მოდული 4,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა.შევქმენით პრეზენტაცია და განვათავსე ჩემ საქაღლდეში/შემდეგ ჩამოვაყალიბეთ მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკა და განვიხილეტ მისი თითოეული პუნქტი.
ტრენინგის მეხუთე დღეს ვნახეთ უკუკავშირის საჩვენებელი ფორმა.გავარჩიეთ უკუკავშირის მიცემის რჩევები და მეთოდები.ჩვენს მიერ შექმნილი პრეზენტაცია ავტვირთეთ ბლოგზე და დრაივში შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.
გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს.პროექტის გეგმაში გავწერეთ შეფასების დროის ჩარჩო.განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებები ჩეკლისტი.ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს მოსწავლეთა პროგრესის შეფასებაზე.დავათვალიერეთ პროექტის პრეზენტაციები და შევქმენით ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.
მოდული ორის მიხედვით ვისაუბრეთ საგნობრივ სტანდარტებზე და ინდიკატორებზე.გადმოვწერეთ ინტერნეტიდან და პროექტს მიუსადაგეთ ჩვენთვის სასურველი სტანდარტი და ინდიკატორი. დეტალურად გავარჩიეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები და გავაცანით კოლეგებს. გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაციები.
ტრენინგის მეორე დღესს ვისაუბრეთ პუბლიკაციის დანიშნულებაზე სასწავლო პროცესში,ავირჩიეთ თემები ,ინტერნეტიდან გადმოვტვირთეთ სასურველი სურათები და შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტები.დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.